logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: პოროშენკო იძულებული გახდა, თავისი „ოპოზიციონერი“ სათამაშო ქვეყნიდან გაეძევებინა, რადგან...
- +

20 თებერვალი. 2018. 12:37



„პოროშენკო იძულებული გახდა, თავისი „ოპოზიციონერი" სათამაშო - მიხო სააკაშვილი ქვეყნიდან გაეძევებინა, რადგან მან „წითელი ხაზები" გადაკვეთა", - ამის შესახებ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


„საქმე ის არის, რომ სააკაშვილმა ფულის აღება დაიწყო ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსაგან, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოჯახის მოლარეა. იგი იანუკოვიჩის რეჟიმის ფავორიტი ბიზნესმენი იყო, დღეს კი მოსკოვს აფარებს თავს და „ფეესბეს" დაცვის ქვეშ იმყოფება - 24 საათის განმავლობაში „ფეესბეს" პოლკოვნიკი დაჰყვება გვერდით.

 

ასე რომ, სააკაშვილი გაურიგდა უკრაინიდან მოსკოვში გაქცეულ პერსონას, რომლის ყოველი ნაბიჯიც რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდება და მისგან დაფინანსებაც მიიღო, რათა კიევის ცენტრში პერმანენტული საპროტესტო აქციები მოეწყო.

 

ჩემს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, კურჩენკოს მიერ სააკაშვილისთვის მიცემული ფული უკრაინის რადას შენობის წინ „კარვების ქალაქის" მოწყობას მოხმარდა. მსგავსი საპროტესტო აქცია ერთი დღის განმავლობაში 20-30 ათასი დოლარი ჯდება. კერძოდ, აქციის მონაწილეებს დღეში უხდიდნენ 500 გრივნას, რაც დაახლოებით 60 ლარის ეკვივალენტია. ამას ემატება კვების, ტრანსპორტის, მიტინგის გასახმოვანებელი აპარატურის და სხვა ხარჯები.

 

მოკლედ, რევანშისტული ძალების მოლარე სერგეი კურჩენკოსა და სააკაშვილს შორის შემდგარმა გარიგებამ უკრაინის მმართველ წრეში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია და საბოლოოდ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სააკაშვილი პოროშენკომაც ვეღარ დაიცვა", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner