ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა.
აფეთქება დედაქალაქის ცენტრში მოხდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასაადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. სამართალდამცავებს დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი ავტობუსის მძღოლი.