logo_geo
eng_logo
დღევანდელ დღეს მედეა ჯაფარიძე დაიბადა
- +

20 თებერვალი. 2018. 15:03



20 თებერვალს მსახიობი მედეა ჯაფარიძე დაიბადა. 1942  წლიდან  იგი თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა.  ჯაფარიძე ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო. ბრწყინვალე ოსტატობით ქმნიდა როგორც სახასიათო, კომედიურ, ასევე ლირიულ და დრამატულ როლებს. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით და შინაგანი მომხიბვლელობით, უშუალობით, გულწრფელობით, გრძნობათა სიღრმითა და პოეტურობით. მისი ყოველი სცენური სახე იყო მკვეთრი, ნათელი, ღრმად გააზრებული, გამთბარი მსუბუქი, კეთილი იუმორით.


ჯაფარიძემ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე მრავალი ღირსშესანიშნავი სახე შექმნა. მათ შორის: ნინა (მ. ლერმონტოვის „მასკარადი"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), ჯულიეტა, ლედი ანა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა", „რიჩარდ III"),  ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), პარასკა (ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე").


კინოროლებიდან აღსანიშნავია ნაზიმე („ქალიშვილი გაღმიდან"), თინათინი („გიორგი სააკაძე", ქეთო  („ქეთო და კოტე""), ელიკო („წარსული ზაფხული"), ეკა („მზე შემოდგომისა") და სხვა.


მსახიობს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო. იგი ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.


მედეა ჯაფარიძე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner