logo_geo
eng_logo
დღეს დიდი სამშაბათია
- +

26 აპრილი. 2016. 10:49


დღეს დიდი სამშაბათია, რომელიც მაცხოვრის ვნების შვიდეულის ერთ-ერთი მძიმე დღეა. ვნების ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია აღევლინება, რომლის დროსაც სახარება სრულად იკითხება.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს უწოდებენ.

 

 

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.



ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მოწმუნეებს სულიერი სიფხიზლისაკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისაკენ, განსაკუთრებით კი მოწყალებისაკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner