logo_geo
eng_logo
გერმანიის შსს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას აქვეყნებს
- +

20 თებერვალი. 2018. 15:27



გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა.


გერმანიის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238 მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745 შეადგინა.


გერმანიის პარლამენტში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა" და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის" ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.

 

„თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი", - განუცხადა სტეფან მაიერმა „Die Welt"-ს.



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner