სიკვდილის ტბა, რომელიც სიცილიაში მდებარეობს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტბადაა აღიარებული. არარეალურად ლამაზ ტბაში სიცოცხლე არ არსებობს, ხოლო მასთან მიახლოება და შეხება აკრძალულია.
ცოცხალი არსება, რომელიც წყალში მოხვდება, ცოცხალი ვერ გადარჩება. ტბის წყალი დიდი რაოდენობით გოგირდმჟავას შეიცავს და რამდენიმე წვეთის კანზე მოხვედრა მძიმე ქიმიურ დამწვრობას იწვევს. შედეგად კანზე ჩნდება წყლულები, იწვევს ძლიერი წვის შეგრძნებას და ტკივილს.