logo_geo
eng_logo
ოთარ კახიძე ტელევიზიებში შეჭრას დანაშაულად არ მიიჩნევს
- +

20 თებერვალი. 2018. 17:49



ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემა „ფაბრიკას" ეთერში ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და ოთარ კახიძემ ტელეკომპანიებში შეჭრის თემაზე იკამათეს.


გიორგი გასვიანის კითხვაზე, იყო თუ არა „იბერიაში" და  „იმედში"  შეჭრა დანაშაული, კახიძემ უპასუხა, რომ ეს დანაშაული არ იყო.

 

„არ ვთვლი, რომ ეს იყო დანაშაული, დანაშულის დადგენა ეს არის პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა. თუმცა, ეს არ ყოფილა დანაშული, ეს იყო შეცდომა", - განაცხადა კახიძემ, რაზეც გიორგი გასვიანმა შემდეგი პასუხი გასცა.


„მე არ ვაპირებ, ახლა ამაზე ვიკამათო, მედიაში შეჭრა ყოველთვის არის დანაშაული. მე ამას ჩემი პოზიციიდან გეუბნებით,  თქვენს ამომრჩეველთან კი თქვენ აგეთ პასუხი".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner