logo_geo
eng_logo
„უმორჩილესად გთხოვთ, მაისაშვილი გადმოიყვანოთ საქართველოში...“
- +

21 თებერვალი. 2018. 01:05


 

გია მაისაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ:


„საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ონ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ონ გიორგი კვირიკაშვილს! საგარეო საქმეთა სამინისტროს! ელექტრონულ მედიას! გაზეთების რედაქციებს!

 

პატივცემულო ბატონებო! საქართველოში დიდად დაფასებული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილს, რომელიც მკურნალობდა კალიფორნიის შტატის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში, ავადმყოფობის გართულების შედეგად მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაუმძიმდა. იგი დიდი ხანია, ებრძვის ვერაგ სიმსივნურ ავადმყოფობას, მაგრამ როგორც აღვნიშნავ, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, მოხდეს გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანა ოპერატიულად, რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება (სხვა აზრის გატარება არ მინდა). საქართველოში, ვისაც კანონით დახმარებისათვის ხელეწიფებოდა, ყველა განზე იყო გამდგარი. მიუხედავად საქმის კურსში ყოფნისა, არც ჯანმრთელობის სამინისტროს გაუწვდია საკმარისად დახმარების ხელი. ოჯახის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა ამოწურულია. გია მაისაშვილი ღირსია იმისა, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ თავის თავზე აიღოს მისი სამშობლოში სასწრაფოდ გადმოყვანის მეტად საშური საქმე. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება", - ნათქვამია მიმართვაში.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner