ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აქამდე, რატომ ხმას არ იღებდით?.. იმიტომ ხომ არა, ამ დრომდე გეგონათ, რომ სააკაშვილი და „ნაცები" დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ხომ ასეა?!.. აბა, ამდენი წელი, ამ სიმძიმით და ცოდვით, როგორ დადიოდით მსუბუქად და ახლა, რაა შეიცვალა? სინდისმა ხომ არ გაიღვიძა თქვენში? მეტი არაა, - ჩემი მტერი... უბრალოდ, მიხვდით რომ, „ნაცებსა" და თქვენს სულელ ლიდერ სააკაშვილს, საბოლოოდ დაგერხათ ყველა დონეზე და აქედან გამომდინარე, გინდათ თავი გადაირჩინოთ!.. საინტერესოა, მაინც რა საშუალებებით ცხოვრობდით და საზრდოობდით უცხოეთში, თქვენ და თქვენი ოჯახი?.. შემთხვევით, მოხუცებულს ხომ არ უვლიდით, ლუკმა პურის სანაცვლოდ?.. დიდი ალბათობით, აქამდე გეყოთ ალბათ, „ნაცების" დროს ნაძარცვი და ეტყობა, ახლა უკვე, ყველა რესურსი, გამოგელიათ... თანაგუნდელების ჩაშვება კიდევ, ნაციონალებისთვის უცხო არაა, ეს მათი ძველი ხელობა და პროფესიაა... ჩამოდით ბატონო ბაქრაძე, ჩამოდით, სწორედ რომ თქვენნაირი გაიძვერების ხანაა დღეს საქართველოში, აყვავების პერიოდი უდგათ „ნაცებს" და მოღალატეებს, ხოდა, თქვენც შეემატებით მათ რიცხვს... ასეა იყო ადრე და ასეა დღესაც, მუდამ, ოდითგანვე, დაფასებულნი იყვნენ, მოღალატეები!" - წერს ლიპარტელიანი.