logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის მეგობარი: მითხრეს, რა აზრი აქვს, ხელყუმბარას რომ აგდებ, მაინც ჩაგიდებთ და ხელი მოკიდეო!
- +

21 თებერვალი. 2018. 02:13


 

„შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარა ზაზა ბაქრაძემ ჩამიდო, რის შესახებაც პროკურატურასაც განვუცხადე, როცა ის სურათებით ამოვიცანი", - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მეგობარმა და ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა, აკაკი ბართაიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ყველაფერს გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ხელმძღვანელობდნენ.

 

„ეს პიროვნება ახლა ცოტა შეცვლილია, რადგან 13 წელი გავიდა, მაგრამ მაშინ როგორი იყო, ზუსტად მახსოვს. მე და ლევან დანგაძე ერთად ვიყავით და ბაქრაძემ ცალ-ცალკე გაგვიყვანა. მაშინ ხელყუმბარა უბეში ჩამიდეს და ფეხის ტოტიდან გამივარდა. შემდეგ პირდაპირ ჯიბეში ჩამიდეს და მითხრეს, რა აზრი აქვს, რომ აგდებ, მაინც ჩაგიდებთ და ხელი მოკიდეო, მაგრამ ხელი არ მოვკიდეთ.

 

ყველას უყვიროდნენ, ასე ქენით, ისე ქენითო. დონაძე ყველას ეუფროსებოდა. მაშინ არც ვიცოდით, დონაძე ვინ იყო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ყველაფერი ეგ იყო", - განაცხადა ბართაიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner