logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დოდონას მისწერე გიგა, დოდონას...
- +

21 თებერვალი. 2018. 10:25


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოკერიასთან შედარებით, დეფი უფრო ჩესნი ყოფილა. ეს დაბოლებას ჩალიჩობს, „უნდა გამოვსწორდეო" (მაგანაც ახლა პური არ გაიტანოს გაჭირვებულებს), დეფი კიდე პირდაპირ ამბობს „ყველგან მაგინებენ, მარა რაც ვარ, იგივე დავრჩებიო"...

 

გიგა ბოკერია - „ცუდია, როდესაც არის დიდი ჯგუფი ადამიანების, რომელსაც შენ არ მოსწონხარ. მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს არის ის, რომ რაც სწორად მიაჩნია პოლიტიკაში, საკუთარი გუნდისთვის და ქვეყნისთვის ის უნდა გააკეთოს. ამას შეიძლება ჰქონდეს ბევრი ან ნაკლები პოლიტიკური ფასი. პოლიტიკოსი უნდა ეცადოს, რომ კარგად შეძლოს ამის ახსნა, მე ამას ხშირად კარგად ვერ ვახერხებდი და ეს ობიექტურად ჩემი ბრალია და არა იმისი, ვისაც მე არ მოვწონვარ. უნდა ვეცადო, რომ გამოვსწორდე."

 

დეფი - „უძვირფასესო დოდონა ათ წელზე მეტია ყოველდღე ათასნაირი სახის მუქარა მომდის. ლანძღვა, გინება, დაცინვა, მუქარა მომდის ამერიკიდანაც და სხვა ყველა ქვეყნიდან სადაც ქართველი ცხოვრობს. თვითონ საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ..."

 

დოდონას მისწერე გიგა, დოდონას..." - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner