logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება
- +

21 თებერვალი. 2018. 11:09



„საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცადა, რომ აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება, მათგან 80 კი უკვე გადის სპეციალურ გადამზადებას.


მისი თქმით, აღნიშნული ქარხანა აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით სატესტო დეტალებს გამოუშვებს, შემდეგ კი პროდუქცია პირდაპირ დამკვეთთან გაიგზავნება. ფონდის დირექტორის განცხადებით, ეს დაახლოებით ორ წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტს წლიურად 70-80 მლნ დოლარის მოგებას მოუტანს, გარდა ამისა, გაიზრდება საქართველოს პრესტიჟი, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, რაც მის მიმართ მსოფლიო ბაზარზე დაინტერესებას გაზრდის.

 

„სამი დღის წინ დავბრუნდი ისრაელიდან და აპრილში ალბათ კომპანია „ელ ბი ტისთან" ერთად გავხსნით ქარხანას, რომელიც ორი წელია შენდება. ეს ქარხანა არის თვითმფრინავების ნაწილების, რომელიც დეტალებს დაამზადებს ისეთი გიგანტებისთვის როგორიცაა - „ბოინგი", „ეარ ბასი", „ბომბარდირი" და სხვები. ერთია, რომ იქ 300 ადამიანი დასაქმდება, მეორეა, რა თანხას შემოიტანს ბიუჯეტში და მესამე ისაა, რომ 80 ადამიანი უკვე გადამზადებას გადის ისრაელში და საამაყოა, რომ უმეტესობა მათგანი არის მოწონებული.

 

ყველაზე საამაყო კი ის არის, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას იმხელა ნდობა გამოუცხადა მსოფლიომ, რომ მასში შესაძლოა თითოეული ოჯახის წევრი ჩაჯდეს. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი არის წარმატებული. აპრილიდან დეკემბრამდე სატესტო პროდუქციას გამოუშვებს ქარხანა და დეკემბრიდან პირდაპირი შემოწმება დაიწყება დამკვეთებზე.

 

პირველად დაიწყება 34 დეტალის მიწოდება დეკემბერში და დაახლოებით ორ წელიწადში ავალთ 250 დეტალამდე, საერთო მოცულობით დაახლოებით 70-80 მლნ დოლარის წლიური პროდუქციის ღირებულებით",- განაცხადა დავით საგანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner