logo_geo
eng_logo
დღეს პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება
- +

21 თებერვალი. 2018. 14:06




უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის საქმის ფარგლებში, დღეს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკითხვა იგეგმება. დაკითხვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი.


ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა თხოვნით, პეტრო პოროშენკოს დაკითხვა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოხდეს.


ბრალდების მხარემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირია, უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაძლოა სასამართლოს მუშაობაში შეფერხებები შეიტანოს.


აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე ამის წინააღმდეგია. საბოლოო გადაწყვეტილება პეტრო პოროშენკოს დაკითხვის ფორმაზე მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა მიიღოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner