logo_geo
eng_logo
საფრანგეთი საემიგრაციო კანონის გამკაცრებას გეგმავს
- +

21 თებერვალი. 2018. 14:09


 

„telegraph.co.uk"-ის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც საფრანგეთში ყალბი დოკუმენტებით არალეგალურად იმყოფებიან, 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო მათ, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ, შესაძლოა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

საემიგრაციო კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტ მაკრონის პარტიის წევრები აპროტესტებენ, საფრანგეთის მთავრობა დღეს განიხილავს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მისი „რბილი" საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი მიგრანტია.

გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი ქვეყნის სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობს, მათ შორის რესტორნებში და ქარხნებში. მიგრანტები სამუშაო ადგილებზე ყალბი პირადობის მოწმობით მუშაობენ. როგორც ხელისუფლება აცხადებს, დაწესდება კონტროლი და ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიგრანტებისთვის სასამართლო პროცესი გარდაუვალი იქნება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner