თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში თბილისის მუნიციპალური მუზეუმების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის ყველა მუნიციპალური მემორიალური მუზეუმის წარმომადგენელი ესწრებოდა, მუზეუმების გაერთიანების შექმნის საკითხი განიხილეს და დაგეგმილი რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისის მერიამ მუზეუმების გაერთიანების შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გარეშე საგანმანათლებლო-კულტურული კომპონენტის გაძლიერება, სტრუქტურის ეფექტიანი მენეჯმენტის შექმნით ვიზიტორთა ნაკადების გაზრდა და ამასთან, ახალგაზრდებს შორის მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაციაა.
შეხვედრაზე მუზეუმებში მიმდინარე პროექტებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.