logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: „TV პირველი“ „იბერიას“ არარსებული პრობლემით გადაფარეს
- +

21 თებერვალი. 2018. 14:22



ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში „TV პირველის" და „იბერიას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს,  რომ „იბერიას" სკანდალი „TV პირველის" პრობლემების გადაფარვისთვის მოიგონეს.

 

„ვაა, საღოლ, „TV პირველი", რა მაგრა გადაფარეს არარსებული პრობლემით ტვ „იბერიას" გარშემო. კარგი პიარ-სვლაა, მომეწონა, ვინ მოიფიქრა? ანალოგიური საქმე „თბილთამბაქომ" წააგო „ფილიპ მორისთან" და იქაც „სიტყვის თავისუფლების" შეზღუდვასთან გვაქვს საქმე?" - წერს მჭედლიშვილი.


აღნიშნული პოსტის კომენტარებში მჭედლიშვილი განმარტავს რომ „აქვს ეჭვი, „იბერია" არარსებულ პრობლემაზე იმიტომ აალაპარაკეს, რომ „TV პირველი" არავინ გაიხსენოს, სადაც მართლაა პრობლემა".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner