„სამთავრობო კომისია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლისთვის არის შექმნილი, ეფექტურად მუშაობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
„ფაროსანასთან დაკავშირებით, არის მასშტაბური, რთული საკითხი, რომელიც ყველა უწყების კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს. ეს გვესმის ყველას როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სამთავრობო კომისია, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი, ეფექტურად მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილზე ძალიან ეფექტურად იქნება შესწავლილი და მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა გაბუნიამ.