logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები წარმატებით გატარდა
- +

26 აპრილი. 2016. 11:27


იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და ქვეყანა ცუდ სიურპრიზებს აღარ უნდა ელოდოს.


 

კომიტეტზე ნათლად ჩანდა, რომ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, წარმატებით გატარდა. ვფიქრობ, ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, რაკი ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნითაა შესრულებული. ყველაფერი გაკეთებულია, რაც გასაკეთებელი იყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


„ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი პოზიტიური ანგარიშით წარდგა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტების წინაშე.


ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner