ჟურნალისტი გიორგი უძილაური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ის, რაც სააკაშვილმა იკადრა თეა წულუკიანის მიმართ, ზუსტად ჯდება მთელი მისი ბინძური სულის და ბინძური პარტიის არსში.
ეს მძორი დასაჭერი კი არა, სულ გაშლილი სილებითაა საცემი", - წერს უძილაური.
„კონკრეტულად ამ პიროვნებებზე, მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. მას ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი და უთხრა - „ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ". ამაზე ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა - „ქალბატონო, მე მართლაც ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ. თქვენ კი, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ. მაგრამ ხვალ დილით გავიღვიძებ და მე უკვე ფხიზელი ვიქნები". ეს არის ჩემი პასუხი თეა წულუკიანს", - განაცხადა სააკაშვილმა სატელეფონო საუბრისას.