logo_geo
eng_logo
მანანა ვაზაგაშვილი: სიცრუის ტირაჟირებას და მუქარას წერტილი მას შემდეგ დაესმება, რაც...
- +

21 თებერვალი. 2018. 16:15



იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ, როგორც მედიასაშუალებებით, ისე სოციალური ქსელის საშუალებით მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რაც ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენთვის, ისე იურის ცოცხლად დარჩენილი მეგობრებისთვის. გვიწოდებენ ბარიგებს, მკვლელებს, ხან პირისპირ შეხვედრისას, ხან აქ - სოციალურ ქსელში გვემუქრებიან, მაგრამ, როგორც იურის მეგობრებს, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს რა უნდა გაგვიკვირდეს მაშინ, როცა პროკურორებს ყვირილით ემუქრებიან მოსამართლის თვალწინ - ეს არაერთხელ მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ეგრეთ წოდებული კორტების საქმის განხილვის დროს, როცა მკვლელობაში მსჯავრდებულები პროკურორებს ბარიგებს უწოდებდნენ და იმ მემორიალთან ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, რომელიც გასული ცხრაწლიანი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აიგო იქ, სადაც ჩემი ძმისშვილი სიცოცხლეს გამოასალმეს. ვფიქრობ, სიცრუის ტირაჟირებას და მუქარას წერტილი მას შემდეგ დაესმება, ჩემი ძმის მკვლელობის დამკვეთები ოფიციალურად რომ გამოაშკარავდებიან და თავიანთ კოლეგებს გვერდით მიუსხდებიან. დღეს თუ არა ხვალ, ეს უსათუოდ მოხდება", - წერს მანანა ვაზაგაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner