თბილისში, ხელოვნების სასახლეს, მე-19 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანელი მხატვრის პოლ ფრანკენის სამი ნახატი გადაეცა, რომელზეც თბილისი და საქართველოს პეიზაჟებია ასახული.
ნახატები თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს ფონდ „ფიროსმანის" დამფუძნებელმა არჩილ გელოვანმა გადასცა. ნახატები სახელწოდებებით - „მტკვარი თბილისის ახლოს", „სოფელი კავკასიის მთებში" და „აღმოსავლური პეიზაჟი" არჩილ გელოვანმა „სოტბისა" და „კრისტის" აუქციონებზე შეისყიდა.
პოლ ფრანკენის ტილოები მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება.
პოლ ფრანკენი საქართველოში 1853 წელს ჩამოვიდა კავკასიაში წარმოებული ბრძოლების აღსაწერად და 1860 წლამდე თბილისში ცხოვრობდა.