logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მე მაქვს მისი ანდერძი, რომელსაც 100 წლის მერე, როცა აღარ იქნება, გავამჟღავნებ
- +

21 თებერვალი. 2018. 18:32



ლეგენდარული ქართველი მსახიობი, რომლის გარეშეც ქართული კინო წარმოუდგენელია, ლეილა აბაშიძე სიკვდილს ებრძვის. ჟურნალ „სარკესთან" მსახიობთან ურთიერთობაზე კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ისაუბრა.

 

„მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მე და ლეილა დიდი ხნის მეგობრები ვართ. ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა - ვსაუბრობდით, ვიხილავდით გარკვეულ თემებს. მე მაქვს მისი ანდერძი, რომელსაც 100 წლის მერე, როცა აღარ იქნება, მაშინ გავამჟღავნებ - სად უნდა დასაფლავება და ა.შ.

 

სანამ ინსულტი დაემართებოდა, ერთი კვირით ადრე მთხოვა, დედამისის საფლავზე წავსულიყავი. ეტყობა, რაღაცას გრძნობდა. ვუთხარი კიდეც, რა დროს ამაზე ლაპარაკია-მეთქი. მიპასუხა,  მინდა,  ნახო,  იქ როგორი მდგომარეობააო. როცა მოვახერხე სასაფლაოზე ასვლა და დავურეკე, რათა ეს მეთქვა, მაშინ გავიგე, რომ ინსულტი დაემართა", - განაცხადა ოქიტაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner