ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მარადიული პოლიტპატიმარი" ირაკლი დოკვაძე... ციხეში დღეს 57 წლის შესრულდა!
შევარდნაძის რეჟიმმა მას დახვრეტა მიუსაჯა, ირაკლიმ პრინციპულობის უპრეცედენტო მაგალითი უჩვენა მსოფლიოს და მტერს შეწყალება არ მოსთხოვა. უფლის ნებით, მაინც გადარჩა და თავისუფლებასაც ეღირსა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმაც გამოამწყვდია დილეგში - ამჯერად 28 წელი მიუსაჯეს, რაც სასიკვდილო განაჩენზე უარესია.
ირაკლის საქმეში უამრავი ახალი გარემოება და შეუსაბამობა იკვეთება. ქალბატონი, რომლის მკვლელობის მცდელობასაც მას აბრალებენ - უარყოფს, თითქოს ირაკლი დაესხა თავს. ამ ქალბატონის ადვოკატი - ბატონი დავით დადიანი - სრულიად დარწმუნებულია ირაკლის უდანაშაულობაში.
ირაკლი თავს კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა, დამნაშავეც რომ იყოს, საზღაურად ის ტანჯვა ეყოფოდა, რაც 19 წლის განმავლობაში პატიმრობაში და სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა!
ჩემი აზრით, მისი საქმე თავიდან არის შესასწავლი. არ შეიძლება ადამიანს ღვთისგან ნაჩუქარი მთელი ცხოვრება ციხეში გაატარებინო!
გილოცავ დაბადების დღეს, ირაკლი! სულის მხნეობას და თავისუფლებას გისურვებ!" - წერს დავითაია.