ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კიდევ ერთი ოცნების ასრულება!
დღეს ევროპული განათლების აკადემია „ბი დი სი"-მ და საქართველო-ინდოეთის კულტურულ და მეცნიერულ ურთიერთობათა პალატამ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რითიც საფუძველი ჩაეყარა გაცვლით პროგრამას ინდოელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.
თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ვიზიტი ინდოეთში მარტის თვეში იგეგმება", - წერს მოროშკინა.