logo_geo
eng_logo
ვისი გაპატრიარქება უნდოდა სააკაშვილს და რა ინფორმაციას ფლობდა გურამ შარაძე?!
- +

21 თებერვალი. 2018. 21:47



მოკლული გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ facebook-ის საკუთარი გვერდზე დაწერა, რომ უწმინდესის მოწამვლისა და მეუფე დანიელის გაპატრიარქების იდეა გურამ შარაძემ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2004 წელს ჩაუშალა. აღნიშნულ თემაზე რუსუდან შარაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა:


„სააკაშვილი, ე.წ. ,,თავისუფლების" ინსტიტუტითა და ა.შ. ორგანიზაციებით, ძალიან დიდი ხანია, თავს არ ზოგავს პატრიარქის ჩამოსაშორებლად. გურამ შარაძემ გეგმები არაერთხელ ჩაუშალა. იყო მოწამვლის და გადაყენების მცდელობები. ვიღაც იტყვის, პატრიარქის გადაყენების უფლება არავის აქვსო და მართალიც იქნება, მაგრამ მიშა როგორი კანონებით მოქმედებდა, ვიცით. თან ეს უნდა ყოფილიყო „ნებაყოფლობითი" ნაბიჯი. მამაჩემი ამბობდა, რომ პატრიარქზე იყო ზეწოლა, რომ გადადგომაზე თავად გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ ღმერთმა ეს არ დაუშვა. მამაჩემი აღარ იყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, 2009 წლის 26 მაისს, როდესაც სტადიონიდან ხალხი სამებაში მივედით, როგორ შეუვარდა გიგი უგულავა პატრიარქს.

 

სააკაშვილისგან საფრთხე თითოეულ ჩვენგანს სულ დაემუქრება, სანამ ბოლომდე არ იქნება „განიარაღებული". ანუ სანამ ოფიციალურად არ დაუმტკიცდება, რომ ის არის კაცისმკვლელი, საკუთარი ხალხის მწამებელი, სამშობლოს გამყიდველი, ქვეყნის ბიუჯეტის შემჭმელი და ა.შ. და არ ჩაჯდება ციხეში, მაგრამ ნათქვამში ეს არ მიგულისხმია. „არა არს დაფარული" - ბევრი ალაპარაკდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

 

სააკაშვილს მეუფე დანიელის გაპატრიარქება, იმისთვის უნდოდა, რომ მისთვის მისაღები პატრიარქი ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება, ამის მიზეზი ძალიან მარტივია - ხალხზე ზემოქმედება და საკუთარი მზაკვრული მიზნების შესრულება ხბოს აღტაცების ფონზე. იქ, სადაც წაგებული ომი აზეიმა ხალხს, რაღაზეა საუბარი?! თუ როგორ წყევლიდა ზოგიერთი ე.წ. მეუფე ქადაგებების დროს ყველას, ვინც „ნაც.მოძრაობას" - ანუ იგივე მკვლელებს - ხმას არ მისცემდა, ვინმეს თუ არ ახსოვს, მარტივად შეუძლია მოიძიოს, ინტერნეტი სავსეა დოკუმენტური მასალებით. მაგალითად, ქუთაისის ეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი და ა.შ... აღარაფერს ვიტყვი დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ზოგიერთ პირზე.

 

ჩვენ ისე არ გამოგვივიდეს, რომ დროს ავცდეთ და დღევანდელი, კიდევ გაუარესებული პროცესები თვალთახედვიდან გამოგვრჩეს. თქვენს მიერ ჩამოთვლილ პიროვნებებზე გურამ შარაძე 14-15 წლის წინ საუბრობდა. მას მერე, სააკაშვილმა ბევრი ,,ახალი თაობა" გამოჩეკა, გამოწრთვნა და ჩანერგა ყველგან. ნამდვილად არ ვიცი დეტალები, მაგრამ ისევე როგორც მთელი საქართველო, მეც ვუყურებ და ვხედავ, ვინ რისი მკადრებელია. ეს ისეთი თვალხილულია, რომ დიდი ჭკუა და გამოცნობა არ სჭირდება, მთავარია, ადამიანი დაბრმავებული არ იყოს სიძულვილით. სულ ყველამ, საზოგადოების ყველა ნაწილში, თავი გამოამჟღავნა და სამწუხაროდ, ბევრმა მოიჭრა ეს თავი.

სანდრა რულოვსის მოძღვარმა პეტრე ცაავამ ვითომ პატივისცემით მოიხსენია მამაჩემი, შეცდომაში შეიყვანეს ინტრიგანებმაო. მოიგონაო - ამის თქმა ვერ გაბედა. გურამ შარაძე რომ შეცდომაში ადვილად შესაყვანი კაცი არ იყო, ყველაზე კარგად, ცაავას მოეხსენება. მამაჩემი არასდროს საუბრობდა მტკიცებულებების გარეშე და ხელში ყოველთვის კანონი ეჭირა. ის ათასჯერ გადაამოწმებდა ცნობას, სანამ საჯაროდ იტყოდა. მორალური თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, გამორიცხულია, ასეთ სათუთ თემას ის ტყუილად არასდროს შეეხებოდა. დამეთანხმება ყველა, ვინც იცნობდა", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner