საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი არჩევისას, მოსახლეობას დავპირდი რომ არჩევის შემდეგაც მნახავდნენ ყველგან, მათ სახლებთან, ქუჩაში, ეზოებში და სამგზავრო ავტობუსებშიც, იმისთვის რომ ამ გარეგნული ფორმებით გავუსვა ხაზი მათი საჭიროებების მიმართ ჩემგან ყურადღების მნიშვნელობას. ეს ჩემი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის პოზიციაა, რომელიც ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ საოცარი ადამიანების მიმართვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ!" - წერს გაბუნია.