„ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია მოიპოვეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მომხდარის დასადასტურებლად, მიმართვას რამდენიმე „სქრინშოტი" დაურთეს.
„გაერთიანებული კიბერ-ხალიფატის" მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ არა მხოლოდ მოიპოვეს დეპარტამენტის თანამშრომლების პირადი მონაცემები, არამედ, მათ მოსაკლავად დაეძებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.