logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მარგველაშვილი თელავში წავა თუ მადაგასკარზე არავის აინტერესებს!
- +

22 თებერვალი. 2018. 02:25


 

„როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნება" არღვევს ინსტიტუტებს, ესაა აბსოლუტურად გამიზნული და შეგნებული ტყუილი", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.


„პრეზიდენტის აქტივობაზე არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს, ჩემი აზრით, არასწორ და შეუსაბამო განცხადებებს, უბრალოდ ჩნდება სურვილი პასუხი გაეცეს. ვფიქრობ, ეს განცხადებები არა მხოლოდ არასწორი, არამედ დამაზიანებელიცაა.

 

არავის აინტერესებს თელავში წავა თუ მადაგასკარზე. ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნება" არღვევს ინსტიტუტებს, ესაა აბსოლუტურად გამიზნული და შეგნებული ტყუილი. ის ამბობს, რომ ჩვენ ინსტიტუტებს ვანგრევთ, როდესაც 2012 წლის შემდეგ, სასამართლომ მართლა მიიღო სასამართლოს სახე, როდესაც წლის განმავლობაში განხილული 20 000 საქმიდან ერთი გამამართლებელი განაჩენი იყო და უცებ სასამართლო არავის ემორჩილება და არავის ჭკუაზე არ დადის, თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, სხვა საქმეა მოგვწონს თუ არა მისი გადაწყვეტილებები, პროფესიონალიზმი, მაგრამ ინსტიტუციურად დამოუკიდებელია", - განაცხადა სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner