logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ყველამ იფიქროს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე...
- +

22 თებერვალი. 2018. 10:06



დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ მმართველ პარტიას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეყოლება კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს გამარჯვებას და ქვეყანას გამოადგება.


„ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტობის კანდიდატურა, რომელიც გაიმარჯვებს და დასახელდება იმ ვადებში, რომელიც საჭირო იქნება არჩევნების მოსაგებად. არაფერი აქვს სანერვიულო არც გიორგი მარგველაშვილს, არც მის მრჩევლებს და არავის ქვეყანაზე. ყველამ იფიქროს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და ნუ არიან ჩაჩიჩინებული ჩვენს კანდიდატურაზე.

 

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოადგება ქვეყანას. იმისთვის, რომ სალაპარაკო არ ყოფილიყო, რომ მარგველაშვილს არ ეძლევა შანსი მეორედ იყოს არჩეული, კონსტიტუციაში შევიდა დროებითი ნორმა, რომლითაც მიმდინარე წელს პრეზიდენტი იქნება არჩევით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner