„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს, 19 საათზე, „ქართული მარშის" ახალგაზრდები იწყებენ მსვლელობას რუსთაველის მეტროდან, მივლენ სოროსის ფონდის ოფისში და აჭედავენ კარებს. სოროსის მოღვაწეობა საქართველოში შეწყდება. ყველა ეროვნულად მოაზროვნე მოქალაქეს გთხოვთ, შემოუერთდეთ!!!" - წერს ბრეგაძე.