თურქეთმა სირიის საზღვართან, ქილისის რაიონში დამატებითი სარაკეტო დანადგარები განათავსა. ბოლო პერიოდში ქილისის მისამართით სირიის ტერიტორიიდან ცეცხლი არაერთხელ გახსნეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სააგენტო „ანადოლუ" სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის დასავლეთ რაიონებიდან გაზიანტეპის პროვინციაში მეხუთე ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადის სამხდრო ბაზაზე სამხედრო ტექნიკა 13 სატვირთო მანქანით გაგზავნეს.