logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: თემურ თათარაშვილმა რომ გაიგო ჩემი ამბავი, ეგრევე ჩამოვიდა, დიდი პატივი მცა
- +

22 თებერვალი. 2018. 15:57


 

მომღერალი აჩი ფურცელაძე  ჟურნალ „თბილისელებთან" ციხეში გატარებულ დროზე საუბრობს.


„ჯერ ორთაჭალაში მიმიყვანეს, მერე წამიყვანეს რუსთავში. თემურ თათარაშვილმა რომ გაიგო ჩემი ამბავი, ეგრევე ჩამოვიდა, დიდი პატივი მცა. ვმღეროდი, მეორეს, მესამე ხმა აქეთ-იქით კორპუსებიდან მერთვებოდა. თემურისთან მშვიდად ვიყავი, სიცილ-კისკისში გადიოდა დღეები. მერე თემურიც „იგრუზებოდა" და მეც. ღამე ხომ იცი,  ცუდი მეგობარია. იცი, ამხელა მხარდაჭერა გაქვს, რაღაცა გაგიკეთებია, მაგრამ მაინც გემართება ის მომენტი - როგორი უსუსური ხარ, თუნდაც იმ სახელით, პატივისცემით. თან უაინდერი ჩამოდიოდა მოსკოვში, ბილეთი მქონდა და გული მისკდებოდა. ტიპები დამცინოდნენ, მერე ჩაიშალა უაინდერის კონცერტი და გამიმართლა", - განაცხადა ფურცელაძემ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner