logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: არის რაღაც საკითხები, რაზეც უნდა ვიყოთ ერთიანი
- +

26 აპრილი. 2016. 12:59


ევროპარლამენტის საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძის განცხადებით, „არის რაღაც საკითხები, რაზეც უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთ-ერთი არის ვიზა-ლიბერალიზაცია".



არის რაღაც თემები, რის გამოც პოლიტიკური კონსოლიდაცია და კონსენსუსი არის აუცილებელი. შიდა დაპირისპირება ყოველთვის შეიძლება იყოს, ოპონენტები ვართ, განსხვავებული აზრი ყოველთვის იარსებებს საზოგადოებაში და პოლიტიკური სპექტრში, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაზეც უნდა ვიყოთ ერთიანი. ერთ-ერთი ეს არის ვიზა-ლიბერალიზაცია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner