logo_geo
eng_logo
ნათია ფანჯიკიძე: მამა ჩემს სიზმრებშია…
- +

26 აპრილი. 2016. 13:06


22 აპრილს მწერალ გურამ ფანჯიკიძის დაბადების დღე გახლდათ. მწერლის ქალიშვილმა ნათია ფანჯიკიძემ მამის დაბადების დღეზე facebook-გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

მე და მამა, მზეზე მოჭუტულები.

ბავშვი გარაჟებზე დახტის, ვერ ჩამოვხსენით, - მამას უხაროდა, - რა საყვარელია, რომ დახტის!
ნეკნები ჩაიმტვრია! - რა ყოჩაღად აიტანა!
ბავშვი ბუმბულებით და ტირიფის ტოტების ქვედაკაბით დარბის, ინდიელი ვარო, აიჩემა, - მამას უხაროდა, რომ ბავშვი ბოდვაშია. 
მამას უხაროდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვფიქრობდი და მეც მიხაროდა სიცოცხლე. დღეს მისი დაბადების დღეა, საფლავზე წესისამებრ უნდა გავიდე, არადა
, რა შუაშია საფლავი. მამა ჩემს სიზმრებშია, ჩემს თვალებშია და კიდევ სადღაც, ასტრალში, აუცილებლად იმ პლანეტაზე, სადაც ღვინის საუკეთესო მოსავალი იცის".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner