პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საქმე კეთდება, როცა ექვთიმე თაყაიშვილზე გადაღებული ფილმი მთელს საქართველოში მოგზაურობს. რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, სკოლის მოსწავლემ უნდა ნახოს ეს ფილმი. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და არ ვამბობ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იციან, ვინ იყო თაყაიშვილი, მაგრამ... ეჰ... მოკლედ, საჭირო, სასარგებლო საქმე კეთდება ჩვენი მომავლისათვის. ყოჩაღ, ამ ფილმის და ამ პრეზენტაციის ავტორებს!" - წერს ინაშვილი.