logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: NDI-ის და IRI-ის კვლევების საქმე არ გამოსდით
- +

26 აპრილი. 2016. 13:24


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, NDI-ის და IRI-ის კვლევების საქმე არ გამოსდით.



მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაცია - NDI და IRI საკმაოდ ავტორიტეტულია, ვფიქრობ, რომ კვლევების საქმე მათ არ გამოსდით და არ იციან, რადგან ყოველთვის არის აცდენა და არის საკმაოდ დიდი უზუსტობები. მაგრამ, არის მეორე ვარიანტი - თუ ერთ კონტექსტში განვიხილავთ ჩვენ ამ ორგანიზაციების სურვილებს, „ნაციონალების ბელადის" გზავნილებს ოდესიდან, რასელის გამოსვლას დანაციონალური მოძრაობის" აცუნდრუკებას, რომ ჩვენ მოვდივართ ისევ ხელისუფლებაშიო - თუ ამ ყველაფერს ერთიანად განვიხილავთ, შეიძლება რაღაცა დასკვნა გამოვიტანოთ. მახსენდება ერთი სპექტაკლი - „ადამიანებო, იყავით ფხიზლად" და შემიძლია, ეს მოწოდება გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 2012 წლის მონაპოვარი ქარს გავატანოთ, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს უნდათ და ფიქრობენ, რომ დემოკრატიის მწვერვალი იქნება, თუ ახლა ნაციონალები კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.
ვიღაცებს უნდათ და ჰგონიათ, რომ იქნება ისე, როგორც არის სხვა ქვეყნებში - ერთი პარტია მიდის და მერე ისევ ბრუნდება. მათ ალბათ ავიწყდებათ, თუ როგორი იყო 2012 წელს არჩევნები, რა მოიტანა ამ ძალამ ამ წლების განმავლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. საჭიროა არჩევნებზე მოსვლა. ყოველ შემთხვევაში, ეშმაკს არ სძინავს, ახლა დაიწყება და უკვე დაწყებულია ცილისწამებები, შანტაჟი; საზღვარი არ ექნება საზიზღრობებს, უსინდისობებს, რაც ახლა, ამ მონაკვეთებში გამოიკვეთება და ჩვენ მოწმე ვიქნებით უამრავი დადგმული სპექტაკლისა, სხვადასხვა ძალების მიერ", - განაცხადა  ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner