„ჩემს თანატოლებს სწავლა საერთოდ აღარ უნდათ, პასუხისმგებლობა ძალიან დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული... ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს", - აცხადებს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში.
„ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ადამიანს დაუმსახურებლად, უსამართლოდ ექცევიან. კიდევ ტყუილის გამო ძალიან ვბრაზდები. მატყუარა ადამიანი ცუდია. ვფიქრობ, უსამართლობა უპასუხისმგებლობის შედეგია. ალბათ, განათლებაა საჭირო, საკითხებს პასუხისმგებლობის გრძნობით რომ მოეკიდო, რაკი განათლების დეფიციტია, პასუხისმგებლობაც ნაკლებია. სამწუხაროდ, ეს ადამიანების ყველაზე ცუდი და გამაღიზიანებელი თვისებების სათავეა. ჩემს თანატოლებს შორის ასეთი ბევრია: სწავლა საერთოდ აღარ უნდათ, პასუხისმგებლობა ძალიან დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული... ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს", - განაცხადა ქარქაშაძემ.