logo_geo
eng_logo
ოდესაში დემონსტრანტებმა მერიის შესასვლელთან საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს
- +

26 აპრილი. 2016. 14:00


ოდესაში დემონსტრანტებმა ქალაქის მერიის შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს. საქალაქო საბჭოს თანამშრომლებმა ბარიკადების დაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის გადადგომას ითხოვენ.



გენადი ტრუხანოვი 2015 წლის ოქტომბერში გამართულ მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. თუმცა არჩევნების შედეგებს გაყალბებული უწოდა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მეორე ტურის ჩატარება მოითხოვა. ტრუხანოვის მთავარი მეტოქე არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ბოროვიკი იყო.


არჩევნების შემდეგ ქალაქ ოდესის მერიის შენობასთან ტრუხანოვის გადადგომის მოთხოვნით უვადო აქცია მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner