ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პირველი არხის ვეტოს, ბრუტოს თუ ნეტოს ყველა თავისებურად ეხმაურება და თავის ვიწრო „ჟურნალისტურ-პოლიტიკური" ინტერესების დაცვით ვისმენთ ათასგვარ რეალობას მიმსგავსებულ თუ სრულიად აბსურდულ მოთხოვნებს, ჯამურად ეს „მოთხოვნები" დაახლოებით ასე ჟღერს: „სახელმწიფო არხი თუ არ დარჩა საჭურისად, ჩვენ შემოსავლებს დაერხევაო..."
აღარავინ იხსენებს ბერძენიშვილ-ჭანტურიას „ღვაწლს" სახელმწიფო არხის მიზანმიმართულ დაკნინებაში, რომლებიც 2 ძირითადი მიზნით მოევლინნენ დირეხტორებად.
1. არც ერთი უმუშევარი კმარელი;
2. ტელევიზიის რეიტინგის ნულამდე დაწევა.
პირველი პირობა ავტომატურად გამოიწვევდა მეორეს აღსრულებას, ვიღაცას შეიძლება კითხვა გაუჩნდეს - რაში სჭირდებოდა იმდროინდელ ხელისუფლებას ურეიტინგო არხი? პასუხი უმარტივესი და ფრიად პრაგმატულია - იმ ხელისუფლებას გააჩნდა პარტიული ტელევიზიები - „რუსთავი 2"-ისა და დაყაჩაღებული „იმედის" სახით, ხოლო უმაყურებლოდ დარჩენილ პირველ არხზე დროგამოშვებით ოპოზიციურად მოაზროვნეების გამოჩენით „აჩოკები" იწერებოდა დასავლეთთან - „აი, რა თავისუფალი მედიაგარემოა გურჯისტანში, ის კერძო ტელევიზიების მიკერძოება რა ჩვენი საქმეაო..."
დიახაც, უნდა გაძლიერდეს პირველი არხი და უნდა დაბრუნდეს კომერციულად არამომგებიანი, მაგრამ საზოგადოებისთვის აუცილებელი პრობლემები და თემები!
თუ არა და, ვიცხოვროთ თურქულ სერიალსა და სააკაშვილის ახალ ფათერაკს შორის რეკლამებით", - წერს თოფურია.