სტამბულ ათაშეირში 50 წლის ქართველი ემიგრანტი მაიკო ძიძიგური შვილის მეგობარმა სახლში შიშველ მდგომარეობაში მოკლული იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ემიგრანტის იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, თურქეთის პოლიცია გაუპატიურებაზე და მერე მკვლელობაზე იძიებს საქმეს. მაიკო ძიძიგური წლებია თურქეთში ოჯახის სარჩენად იყო გადახვეწილი.
„ის უკეთილშობილესი, შრომისმოყვარე და სიკეთით სავსე იყო, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დღეს დასრულდა. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს., სხვა დამატებით დეტალებს არ ვახმაურებთ შეგნებულად", - წერს შოთო სიხარულიძე.