logo_geo
eng_logo
პოლონეთში, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
- +

23 თებერვალი. 2018. 14:07



პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. როდესაც სამართალდამცველებმა მათ საბუთების წარდგენა სთხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის ადგილას ორი პოლიციელი იყო, ხოლო მათ 13 უცხოელი დაუპირისპირდა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.


შედეგად, სამი თავდამსხმელი მსუბუქად დაჭრილია ფეხში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ცამეტივე უცხოელი დააკავა.

საქმეს პროკურატურა იძიებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner