სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხებას შეასრულებს.
შვიდგზის ზეთისცხების დროს მსახურებაზე ტაძრებში სასულიერო პირები შვიდჯერ კითხულობენ წმინდა სახარებიდან ადგილებს, კერძოდ, იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა ქრისტემ სნეულები და დავრდომილები.
მსახურების ბოლოს ტაძარში შეკრებილებს სასულიერო პირები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ზეთს უცხებენ. ზეთისცხება შეუძლია იმ პირებს, რომელთაც ნათქვამი აქვთ აღსარება და წმინდა ზიარება აქვთ მიღებული.