logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალებს“ აწყობთ დესტაბილიზაციის სცენარი, რომელიც მათ ხელისუფლებამდე მიიყვანს
- +

26 აპრილი. 2016. 14:04


„არსებობს შანსი, 2016 წელს მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა მოვლენების სხვაგვარად განვითარებასაც არ გამორიცხავს.



„არსებობს რევოლუციური სცენარი. არ არის გამორიცხული, დაიწყოს საპროტესტო აქციები და მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს. IRI-ს და NDI-ს კვლევების იქით ვვარაუდობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები დგას. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა" დაინტერესებული იმით, რომ ის იყოს ერთადერთი ძირითადი კონკურენტი მმართველი პარტიისა და მისი თანაბარი რეიტინგი ჰქონდეს. გაიხსენეთ, სოციოლოგიურ გამოკითხვებს ეყრდნობოდა სააკაშვილი 2003 წელს, როცა იძახდა, რომ ჩემს პარტიას მეტი რეიტინგი უნდა ჰქონდესო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ რევოლუციისკენ წავიდეს პროცესი.

 

 

ადამიანების 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. მათგან ძირითადი ხმები წავა მმართველი პარტიისკენ და მაღალ შედეგებსაც დადებს არჩევნებზე „ქართული ოცნება". ნაციონალები კი იტყვიან, რომ გაყალბებულია არჩევნები და სოციოლოგიურ კვლევებს არგუმენტად დაასახელებენ. ამით მათ მიეცემათ საპროტესტო აქციების ჩატარების მიზეზი.

 

 

ნებისმიერი ნაპერწკალი შესაძლოა, აღმოჩნდეს გარკვეული პროცესების დაწყების საბაბი. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვეულებრივი საარჩევნო სცენარით ხელისუფლებაში შთამბეჭდავი შედეგით ვერ მოვა. ძალაუფლების საკონტროლო პაკეტს ის ხელში ვერ დაიჭერს. შესაბამისად, მას აწყობს დესტაბილიზაციის სცენარი, რომელიც მას მიიყვანს ხელისუფლებამდე", - განაცხადა საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner