logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: სააკაშვილი საკუთარი საქმიანობითა და რიტორიკით სულელებს იზიდავს
- +

23 თებერვალი. 2018. 16:43



უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი, მისი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით, საერთოდ არავისთვის არის საშიში.


„სააკაშვილი, მისი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით, საერთოდ არავისთვის არის საშიში. მე როგორც გენერალური პროკურორი, ამას პირადად ვეუბნებოდი. მისი აგრესიული რიტორიკის წყალობით, მის გარშემო უკიდურესად აგრესიული პირები იკრიბებიან. ერთი მათგანისგან ჩვენ 20 კილოგრამი პლასტიდი ამოვიღეთ. ცნობისთვის: 20 კილოგრამი პლასტიდით შესაძლებელია უმაღლესი რადას ერთი კედლის მთლიანად დანგრევა და ეს ფაქტია", - განაცხადა იური ლუცენკომ.


უკრაინის გენერალური პროკურორი ამის გამო სააკაშვილს არ ადანაშაულებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობითა და რიტორიკით სულელებს იზიდავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner