logo_geo
eng_logo
„თემქაზე მოკლული გოგონას საქმეში მესამე პირი ფიგურირებს“ - ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს
- +

23 თებერვალი. 2018. 16:59



„თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში დაკავებულს ბრალდება წაუყენეს, თუმცა იგი ბრალს არ აღიარებს", - ამის შესახებ „კვირას" მისმა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა.


როგორც უფლებადამცველი აცხადებს, იგი ბრალდებულს უკვე შეხვდა და გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.


„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სულ ახლახან შევხვდი. იგი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. რადგან მას ეჭვი აქვს, კიდევ სხვა, მესამე პირზე. კონკრეტულად, საქმის მასალებში ფიგურირებს კიდევ ერთი მესამე პირი - მძღოლი, რომელსაც შავი „BMW დუტის" მანქანა ჰყავს. რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ გოგონას ამ მძღოლთან, ამ ეტაპზე გაურკვეველია. საქმის მასალები ახლახან გადმომეცა, რომელსაც არ გავცნობივარ", - აცხადებს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი.


მისი თქმით, თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში დაკავებულს ბრალდება დღეს, 15:00 საათზე წაუყენეს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული იპოვეს. დღის ბოლოს შსს-მ გარდაცვლილი გოგონას ყოფილი შეყვარებული დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს - 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner