logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ყურადღება! ვრცელდება დეზინფორმაცია!...
- +

23 თებერვალი. 2018. 17:00



საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყურადღება! ყურადღება!

 

დეზინფორმაცია გავრცელდა, ვითომ გადაიდო იუნკერთა მემორიალის გახსნა!!!

 

როგორც იყო გამოცხადებული, ისე არის: დღეს, 5 საათზე, პარლამენტთან იხსნება იუნკერთა მემორიალი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.


დღეს, 23 თებერვალს, 17:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და ქალაქ თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს პარლამენტის ფასადზე (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება.


სალომე ზურაბიშვილს, მემორიალაური დაფის გახსნის თხოვნით მიმართა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული, მარო მაყაშვილის შთამომავალმა. დაღუპული გმირების მემორიალი მხოლოდ პარლამენტის ეზოშია განთავსებული, რომელზეც არ არის აღნიშნული სახელები და ასევე მემორიალის ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ მოქალაქეებს.


სალომე ზურაბიშვილის ბიურომ, ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა სხვადასხვა ტექნიკური თუ ბიუროკრატიული სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს ჩართულობით დააზუსტა დაღუპულთა სია და შედეგად მომზადდა მემორიალური დაფა, რომელზეც აღნიშნულია დაღუპული გმირების სახელები მათ უკვდავსაყოფად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner