logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე სალომე სამადაშვილს: მე ჩამოვთვალე თქვენი კრიმინალური ქმედებები, ახლა ველოდებით თქვენსას...
- +

23 თებერვალი. 2018. 17:04



უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გადაცემაში „პირისპირ", ყოფილი ელჩი ბელგიაში სალომე სამადაშვილი, შეიძლება ითქვას, „პირზე დაადგა" ირმა ინაშვილს: „ბელგიაში, ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან გქონდა საქმეო..."

 

კეთილი, ქალბატონო სალომე, მივყვეთ თანმიმდევრობას, გამოვიყენოთ დედუქციურ-ინდუქციური მეთოდები და მივიდეთ ჭეშმარიტებამდე.

 

2007 წლიდან გიორგი ფოფხაძე, გიორგი ლაფანაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი ინტენსიურად ვიყავით ჩართული ე.წ. „ანტიმიშისტურ მოძრაობაში". არ ყოფილა რამე სახის გამოსვლა ან პროტესტი საქართველოში, რომ ბრიუსელში პარალელურად არ გაგვეკეთებინა (ქუჩის აქციები, შეხვედრები ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ევროპის საბჭოში).

 

2009 წელს გავიცანით ირმა ინაშვილი, ჩამოვიდა კიდეც ჩვენთან, სადაც ევროსაბჭოს პრესცენტრში მნიშვნელოვანი პრესკონფერენციის ჩატარებაში დავეხმარეთ... სწორედ მაშინ გავიგე პირველად თქვენი სახელი და გვარი, როდესაც SMS-ები დააგზავნეთ ემიგრანტ ქართველებში, სადაც დაახლოებით ასეთი ტექსტი იყო: ნუ მიხვალთ მაგ კონფერენციაზე, ისინი (ჩვენ) რუსეთის აგენტები არიან და კრიმინალებიო...

 

მაშინ დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია ამ SMS-ებისთვის, რადგან ის შეხვედრა ევროდეპუტატებისთვის იყო განკუთვნილი და ქართველთაგან, მხოლოდ ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ, სამაგიეროდ მოვიდნენ თქვენი გამოგზავნილი სამი „ზონდერჩიკები" (მერაბი ერქვა ერთს, გვარი არ მახსოვს, მხატვარია), რომელიც შეეცადა ჩაეშალა შეხვედრა, მაგრამ ჩემგან ვესტიბიულში „მყარი პანღური" მიიღო და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ შეხვედრა... წარმომიდგენია, როგორ იმუშავებდით ევროდეპუტატებთან, რათა არ მოსულიყვნენ შეხვედრაზე, მაგრამ როგორც ეტყობა, არ მოგისმინეს.

 

2010 წლიდან დავინიშნე მედიაკავშირ „ობიექტივის" წარმომადგენლად ბრიუსელში და, როგორც იტყვიან, ევროსტუქტურებში „ყველა კარი გაიღო".

 

შემდეგ, 2012 წლამდე, სიმართლე გითხრათ, იმდენად სუსტი იყო თქვენი „მახეები", რომ სალაპარაკოდაც არ ღირს...

 

აი, 2012 წელს კი ამოქმედდით შედარებით სერიოზულად, მაგრამ აქაც ეფექტების გარეშე: მომიგზავნეთ „გულის გადასაშლელად", თქვენი მძღოლი ვიდეოთვალით, რომელიც, თითქოს მემეგობრებოდა და იცით, როგორ „გაიყიდა", მკერდს მიშვერდა, რათა კადრში კარგად გამოვჩენილიყავი. მე კი, თითქოს ვერ ვამჩნევდი და ათას სისულელეს ვყვებოდი, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაიჯერებდით. ამავდროულად გულიც ვიჯერე თქვენი რეჟიმის გინებით.

 

შემდეგი თქვენი სვლა იყო: როდესაც ნაძირალა ვიქტორ ჭელიძე მომიგზავნეთ სახლში, რომელმაც კომპიუტერში, ფარულად „შპიონი პროგრამა" ჩამიწერა (ეს ნამდვილად „ვთოხლე", არ უარვყოფ, აქ მაჯობეთ).

 

დავამთავრებ იმით, რომ ირმა ინაშვილს საქმიანი ურთიერთობა, თუ არ ჩავთვლით ევროდეპუტატებს, გიორგი ფოფხაძის, გიორგი ლაფანაშვილისა და მერაბ ბლადაძის გარდა, არავისთან ჰქონია და როდესაც ტელევიზიით აცხადებთ, რომ ირმა ინაშვილს ბრიუსელში, ორგანიზებულ დამნაშავეებთან ჰქონდა საქმეო, ნებსით თუ უნებლიე", მე და ჩემი მეგობრები „ვიშმუშნებით".

 

ზემოთ მე ჩამოვთვალე თქვენი კრიმინალური ქმედებები, ჩვენს წინააღმდეგ, ახლა კი ველოდებით თქვენს პასუხს: ვინ გყავდათ მხედველობაში, რომელ კრიმინალებთან ურთიერთობდა ირმა ინაშვილი?" - წერს ბლადაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner