logo_geo
eng_logo
მეცნიერები: სტოუნჰენჯი ბრიტანელებს არ აუგიათ
- +

23 თებერვალი. 2018. 17:17



144 ამერიკელი და ევროპელი მეცნიერებისგან შექმნილმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნეოლითური ხანის მონუმენტი, სტოუნჰენჯი ბრიტანელებს არ აუგიათ.


ასობით უძველესი სამარხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მონუმენტის მშენებლობის დაწყების დროს ბრიტანეთის მცხოვრებელთა სრულ უმრავლესობას პირინეის ნახევარკუნძულიდან ბრიტანეთში გადასული ხალხი შეადგენდა. მათ ჰქონდათ მუქი კანი და მუქი თმა. სავარაუდოდ, მათი სამშობლო ესპანეთი იყო.


ბრიტანეთის კუნძულზე ჩასვლიდან დაახლოებით ათასი წლის შემდეგ, ისინი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეადგენდნენ.


რეგიონში მოსახლეობის გენეტიკური ცვლის მორიგი ტალღა 4000-4500 წლის წინ დაიწყო. ამ დროს დაიწყო ცენტრალური ევროპიდან ბრიტანეთში მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია. ამას ადასტურებს შესწავლილი სამარხები, სადაც აღმოჩენილია თიხის თასების დიდი რაოდენობა. ეს ე.წ. „თასების კულტურაა",  რომელიც ცენტრალური ევროპიდან გავრცელდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.


სამარხებში არსებული ძვლების დნმ-ანალიზმა და უძველესი თიხის ნაკეთობების შესწავლამ ცხადყო, რომ ეპოქა, როცა სტოუნჰენჯი იგებოდა, არ უკავშირდება ბრიტანეთში თავად ბრიტანელთა ცხოვრების პერიოდს. შესაბამისად, მონუმენტი არა ადგილობრივმა, - გენეტიკურად ბრიტანელმა ხალხმა, არამედ ცენტრალური ევროპიდან და პირინეის ნახევარკუნძულიდან გადასულმა ადამიანებმა ააგეს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner