logo_geo
eng_logo
თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს
- +

23 თებერვალი. 2018. 17:35



თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გრიგალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


პროკურატურის ინფორმაციით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავს. სახელმწიფო ბრალდება გრიგალაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.


21 წლის ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი მისი ყოფილი შეყვარებულია.


თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner