logo_geo
eng_logo
„ფრეგომ“ ქართულ ბაზარზე ინოვაციური დაგროვების ბარათი „Frego Card“ დანერგა
- +

26 აპრილი. 2016. 14:25


კომპანია „ფრეგო" ქართულ ბაზარზე საზოგადოებას ინოვაციური დაგროვების ბარათს „Frego Card"-ს სთავაზობს, მომხმარებელს საშუალება ექნება, დედაქალაქის მასშტაბით „ფრეგოს" ავტოგასამართ სადგურებზე მიიღოს პლასტიკური ბარათი და შესაბამისი  დაგროვება.

„Frego Card"-ის მფლობელებს შეეძლებათ 1ლიტრ საწვავზე 3 თეთრამდე დააგროვება გააკეთონ  „ფრეგოს" შემდეგი სახის პროდუქტების  შეძენის შემთხვევაში;



პრემიუმი;


ევრო რეგულარი;


 ევროდიზელი


დიზელი Euro 5


„Frego Card"-ის  გავრცელება ეტაპობრივად მოხდება საქართველოს რეგიონების მასშტაბით არსებულ „ფრეგოს" ავტოგასამართ სადგურებზე.


კომპანია „ფრეგო" ინტენსიურად მუშაობს, რათა თავის მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner